ფეხბურთი

20:36 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ლუქსემბურგთან სტუმრად 5 ივნისს ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ჯვაროსნების" მომავალი მეტოქე უეფას ერთა ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ბელარუსი, მოლდოვა და სან მარინო ეყოლება. საქართველოსთან მატჩამდე ლუქსემბურგი ამხანაგურ მატჩებს 22 და 27 მარტს მალტასთან და ავსტრიასთან გამართავს. საქართველოს ნაკრები კი, 24 მარტს ლიტვას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში - ესტონეთს.

0.114565