ფეხბურთი

18:46 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა საჭიროა ნეიმარი, როდესაც გყავს გატაგოვი?!

მოსკოვის “ლოკომოტივმა” ნეიმარის შეძენაზე უარი განაცხადა... საუბარი 2009 წლის ამბავზეა, რომელიც “რკინიგზელთა” მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ნაუმოვმა Sport-Express-თან საუბარში გაიხსენა.

როგორც გაირკვა რუსულ გუნდს ნეიმარში 10 მილიონი ევროს გადახდა დაენანა და მის ნაცვლად ალან გატაგოვი მიიწვიეს.

“2009 წელს ახლოს ვიყავით ნეიმარის შეძენასთან. ჩვენი სკაუტები ბრაზილიაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ. თუმცა, ბევრი საეჭვო გარემოება იყო: ძალიან ახლაგზრდა ფეხბურთელი, რომელიც არ ვიცოდით, როგორ შეეგუებოდა რუსეთს... ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ ნეიმარის ყიდვაზე უარი გვეთქვა.

10 მილიონი ევროს გადახდა გვიწევდა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა და თანაც სხვა კონტინეტის წარმომადგენელში ასეთი თანხის გადახდა სარისკო იყო. საბოლოოდ, ნეიმარის ნაცვლად აკადემიიდან ალან გატაგოვი დავაწინაურეთ”, - გაიხსენა ნაუმოვმა 9 წლის წინანდელი ისტორია.

ახლა, ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო ალან გატაგოვი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც ტალინის "ლევადია" დატოვა.

0.126816