ფეხბურთი

16:15 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "ნეიმარი "რეალში" საუკეთესო იქნებოდა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ თავისი თანამემამულის ნეიმარის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი რამდენიმე წელში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

როგორც რონალდომ განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელი “სამეფო კლუბის” რიგებში სასარგებლო ფეხბურთელი იქნება, თუმცა ეს ნეიმარის გადასაწყვეტიაო დასძინა.

“ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია. ალბათ რამდენიმე წელში ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მას გუნდიც საუკეთესო სჭირდება და “რეალი” კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. ეს თავად უნდა გადაწყვიტოს”, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებ, რომ ბოლო დროს ნეიმარის “რეალში” შესაძლო გადასვლაზე უცხოური პრესა ბევრს წერდა, თუმცა ბრაზილიელი კვლავაც პსჟ-ს ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125788