ფეხბურთი

12:40 | 8.02.2018 | ნანახია 0 - ჯერ

"შახტარი" ხოჭოლავას იუბილეს ულოცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას “შახტარის” ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით დაბადების დღე მიულოცეს. “მეშახტეებმა” ჩვენებურისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ახალგაზრდა ფეხბურთელეს ჯანმრთელობა, უწყვეტი ოპტიმიზმი და წარმატებები უსურვეს.

"ხოჭოლავა ნიჭიერი და მიზანდასახული ფეხბურთელია, რომელიც ვითარდება. გუნდის მწვრთნელებსა თუ გულშემატკივრებს მისი იმედი აქვთ. გვსურს ვუსურვოთ ჯანმრთელობა, უწყვეტი ოპტიმიზმი და მრავალი ახალი წარმატებები”, - წერენ “შახტარის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი მცველი “მაღაროელების” შემადგენლობაში ოდესის “ჩერნომორეციდან” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ოთხ და უკრაინული პრემიერლიგის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბელგიური “ბრიუგე” ხოჭოლავას მიმართ ინტერესს იჩენდა, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა 25 წლის გახდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:21 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იძახდნენ რომ ამ ერთალიგას ამხანაგურები უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამხანაგურები მაინც იმართება

10:49 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესპანეთი ერთალიგის ჩემპიონია, და რატო არ შეიძლია გავიდეს ეგრევე ევროპაზე

09:28 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პროსტა ამ ბობოლებისთვის ეს ერთა ლიგა მაგარი უაზრობაა, ნახევარი ძალით ეთამაშებიან ერთმანეთს, მაინც ამხანაგური გამოდის

02:39 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და ის ბობოლები თუ თავის ჯგუფებიდან გასულები არიან, მაშინ რაღა მოტივაცია ექნებათ, ჩატოვონ და არ გაუშვან ესპანეთი ევროპაზე და ამით ერთ კონკურენტს აიცილებენ თავიდან?

02:41 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კითხვისნიშნით დავამთავრე იმიტომ რომ არ ვიცი სწორეა თუ არა რაც დავწერე

09:25 | 19.06.2023
kakhaberry (2630)

არა, არაა ეგრე. ვინც შესარჩევიდან გავა ევროპაზე, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ერთა ლიგის პლეიოფებში, მომდევნო ვერგასულები ითამაშებენ პლეიოფს და საერთოდაც შესაძლოა ა დივიზიონიდან არც იყოს არც ერთი გუნდი თუ ყველა გავიდა შესარჩევიდან

09:29 | 19.06.2023
kakhaberry (2630)

ჩვენს შემთხვევაშიც, ხო საბერძნეთს და თუქრქეთს ვეთამაშებით წესით, მაგრამ ეგენი თუ შესარჩევიდან გავიდნენ, სხვებთან მოგვიწევს თამაში. ასე, რომ მგონი ჯობს მაგათ ვუბალეშიკოთ, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, კოსოვო და ლუქსემბურგი არიან მეორე ადგილოსნები ))

02:36 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეიგი ჩვენი ჯგუფიდან თუ ვერ გავიდა, ისევ ერთალიგის პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას, ანუ თავისნაირ ბობოლებს დაეტაკება

02:33 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რა უაზრო წესია ამ შემთხვევაში, ერთალიგა მოიგო და მაინც არაფერი იცვლება ამათთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.068365
სარეკლამო ადგილი - 99
X x X