ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა შესაძლოა მადრიდის “რეალში” გადავიდეს. როგორც ინგლისური გუნდის კარის დარაჯის გენტმა კრისტოფ ჰენროტიმ ბელგიურ Voetbal-ს განუცხადა, “სამეფო კლუბს” კურტუას შესახებ ესაუბრება.
“მე რეგულარულად კონტაქტზე ვარ “რეალთან”. ტიბოს სიტუაცია განხილვის ქვეშაა. ცხადია, ის საუკეთესო კლუბებს აინტერესებთ, როგორიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ის მეკარეა, რომელსაც შეუძლია გუნდს მოაგებინოს თამაშები და ტიტულები”, - განაცხადა აგენტმა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, თავად კურტუამ ისაუბრა მადრიდის შესახებ. კერძოდ, ბელგიელმა აღნიშნა, რომ ესპანეთის დედაქალაქი ძალიან ენატრება.