განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში. დღეს პირველი ქულა დაკარგა ორივე ლიდერმა ლიდერმა. ქარიშხალამ, ფრედ, 22-22 ითამაშა სამტრედიასთან, ხოლო ფოთის ოქროს ვერძმა - მამულთან, 17-17.
რვავე გუნდი 7-9 თებერვალს თბილისში, სპორკომპლექს არენაზე თამაშობს. აღმოსავლეთის 4 გუნდი დასავლეთის ოთხეულს ეთამაშება, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება, ჩემპიონი კი ორწრიანი ტურნირის შემდეგ ვლინდება.
სამტრედიამ დღის პირველი მატჩი 13-21 წააგო მამულთან, ქარიშხალას კი მოთამაშე მწვრთნელის, ირმა ციცქიშვილის დახმარება დასჭირდა აჭარის გუნდის დასამარცხებლად, 20-15. სამტრედიას ქარიშხალასთან შეხვედრამდე სულ 1 ქულა ჰქონდა, მაგრამ პირველი ტაიმი 12-11 მოიგო, ბოლომდე იბრძოლა, და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებზე ლიდერი, ანა ფოცხვერია დაუშავდა, 22-21 იგებდა, მაგრამ თბილისელმა მარიამ ცინცაძემ (9 გოლი) ბოლო წუთზე შვიდმეტრიანი გაიტანა - 22-22. სამტრედიელებს ბოლო შეტევისთვის რამდენიმე წამი დარჩათ, რაც გოლის გასატანად ვერ ეყოთ.
შარშანდელი ჩემპიონს, ყვარლის გუნდს წლეულს არ ჰყავს უცხოეთის ლიგებში მოთამაშე ლიდერები, კუნელაშვილი და ქიტესაშვილი. წყალტუბო ყვარელთან 14-11 იგებდა, ბოლო წუთებზე კი ზედიზედ გაუძევეს 3 მოთამაშე, თუმცა, ყვარელმა მხოლოდ 2 გოლის გატანა მოასწრო და 13-14 დამარცხდა.
ფოთი დასრულებამდე 5 წუთით ადრე 12-15 აგებდა მამულთან, მაგრამ ლანა გოგიამ ზედიზედ ორჯერ გაიტანა და ოქროს ვერძი გავიდა წინ - 17-16, თუმცა, მამულის ბოლო შეტევაში ელენე ჯავახიშვილმა გაათანაბრა, 17-17. დღის ბოლო მატჩში წყალტუბომ 14-10 დაამარცხა პეგასი, რომელიც ჯერჯერობით ერთდერთი უქულო გუნდია. წყალტუბოელებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა, ფოთის გუნდს თამაში მარაგში აქვს.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა
4-7 ტურები, არენა 2. 7 თებერვალი
ქარიშხალა-აჭარა 20-15 (არაბაჯევი, ა. ჩხაიძე 6, ციცქიშვილი 6, მ. ცინცაძე 3, ხმელაძე 3, ქ. ცინცაძე 1, ი. ჩხაიძე 1, მწვ. ციცქიშვილი - ქარჩავა, ხოხბა 7, დვალიშვილი 4, ქამაშიძე 1, ცივნარიძე 1, კომახიძე 1, კოჩალიძე 1, მწვ. შალამბერიძე, ნასარიძე)
მამული-სამტრედია 21-13 (ვარდიშვილი, ნაკაშიძე, ყველაშვილი 7, ჯავახიშვილი 4, დანელია 3, შახულოვი 3, ბერიკაშვილი 2, ავსაჯანიშვილი 2, მწვ. კასიანი - ზაქარეიშვილი, ჯოჯუა 5, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 2, კარტოზია 1, რუსია 1, მწვ. ხონელიძე)
ყვარელი-წყალტუბო 13-14 (ამონაშვილი, თეთრაშვილი 7, ფუღიაშვილი 3, მ. ტეტოშვილი 3 - ჩავჩიძე, ლაღაძე 5, ჩირგაძე 5, ხეცურიანი 3, მამარდაშვილი 1, მწვ. გოგიძე)
სამტრედია-ქარიშხალა 22-22 (ზაქარეიშვილი, ფოცხვერია 7, რუსია 6, ტყეშელაშვილი 5, ბურკაძე 2, კარტოზია 1, ჯოჯუა 1 - არაბაჯევი, მ. ცინცაძე 9, ხმელაძე 7, კეკუტია 3, ა. ჩხაიძე 2, ქ. ცინცაძე 1)
ფოთი-მამული 17-17 (ფიფია, ჯგერენაია 8, გოგია 4, სურგულაძე 2, რიჟამაძე 2, რურუა 1, მწვ. ჟვანია, გეფერიძე - არაბაჯევი, ყველაშვილი 8, დანელია 4, ჯავახიშვილი 2, შახულოვი 1, ქადარია 1, ავსაჯანიშვილი 1)
წყალტუბო-პეგასი 14-10 (ჩავჩიძე, დარსაველიძე 6, ლაღაძე 4, მამარდაშვილი 3, ფანცხავა 1 - ჩაჩუა, ჯიქურაშვილი, ქებაძე 4, ე. ჩხაიძე 4 ტარტარაშვილი 1, კაპანაძე 1 - მწვ. წივწივაძე)
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი, ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა
ქარიშხალა---5---4---1 ---0--120-86---9
წყალტუბო---5---4---0---1---73-64---8
მამული-------5---3---1---1--105-75---7
ფოთი---------4---3---1---0---77-57---7
ყვარელი------4---1---0---3---59-70---2
სამტრედია---5---0---2---3---73-91---2
აჭარა----------4---0---1---3---55-74---1
პეგასი---------4---0---0---4---45-90---0
8 თებერვალი
12:00 სამტრედია-პეგასი
13:00 ფოთი-ყვარელი
14:00 წყალტუბო-ქარიშხალა
15:00 აჭარა-მამული
16:00 პეგასი-ფოთი
17:00 აჭარა-ყვარელი
9 თებერვალი
12:00 აჭარა-პეგასი
13:00 სამტრედია-ყვარელი
14:00 მამული-წყალტუბო
15:00 ფოთი-ქარიშხალა
25-26 ნოემბერი, არენა 2. ყვარელი - ქარიშხალა 16-26, პეგასი - მამული 9-30, ყვარელი- პეგასი 18-12,
მამული - ყვარელი 18-12, ქარიშხალა - პეგასი 28-14, მამული - ქარიშხალა 19-24
2-3 დეკემბერი, სენაკი. ფოთი-აჭარა 26-14, აჭარა-წყალტუბო 13-15, ფოთი-სამტრედია 18-13,
სამტრედია-აჭარა 13-13, წყალტუბო-ფოთი 13-16, წყალტუბო-სამტრედია 17-12







