ფეხბურთი

20:30 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” ელუსტონდოს გაუხანგრძლივა

ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა არიც ელუსტონდომ “სოსიედადთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. სან-სებასტიანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი “ანოეტაზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ელუსტონდო ბასკური კლუბის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში “ჩური ურდინის” მაისური 13-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მას ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.113997