ფეხბურთი

17:14 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩს საეჭვოდ გახედა

უეფას ეჭვი აქვს, რომ კვიპროსის ჩემპიონატის წინა ტურის ერთ-ერთი მატჩი გარიგებული იყო: ახნას “ეთნიკოსმა” შინ 0:4 წააგო “არისთან”. “ეთნიკოსი” ბოლო ადგილზეა, ხოლო “არისი” ბოლოსწინაზე.

ტოტალიზატორებში საეჭვოდ ბევრი ფსონი გაკეთდა და დიდი ფულიც დაიდო “არისის” მინიმუმ ორი ბურთით მოგებაზე და ასევე, ზუსტ ანგარიშზე – 0:4.

ინფორმაცია Cyprus mail-მა გაავრცელა. გამოძიებაც დაიწყება.

“ეთნიკოსში” ქართველები იყვნენ, მაგრამ აღარ არიან... არც ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა. შეგახსენებთ, გუნდს გიორგი ჩიხრაძე წვრთნიდა, ხოლო პირველ წრეში თამაშობდნენ გიორგი ილურიძე და ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

0.112194