რომის “ლაციომ” ესპანელ შემტევ ლუის ალბერტოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, პირინეელი ფეხბურთელი იტალიაში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
25 წლის ლუის ალბერტო შესანიშნავ სეზონს ატარებს და “ლაციოს” ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონში 23 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ალბერტოს ცოტა ხნის წინ, კატალონიის “ბარსელონას” უკავშირებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლივერპულში ვერ შეძლო თავის დამკვიდრება საშუალო დონე იყო ინგლისში მაგრამ ლაციოში მოუმატა სუსოს მსგავსი შემთხვევაა