ფეხბურთი

10:55 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„საბურთალოს“ უხვგოლიანი მატჩი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთში მეორე შეკრებაზე მყოფმა "საბურთალომ" პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის აუსტაიდერ "სტალთან" გამართა.

თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა. ანგარიში თბილიელებმა გახსნეს - სწრაფი შეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი კოხრეიძემ ტექნიკური დარტყმით გაიტანა. ამას პირველივე ტაიმში პასუხად უკრაინელთა ორი გოლი მოჰყვა - ჯერ ტიაგო რომულომ გაათანაბრა ანგარიში, მალევე მაქსიმ ზადერაკამ დააწინაურა კამენსკოელები.

მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილმა ბექა ქურდაძისა და გიორგი კოხრეიძის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა. საბურთალოელებმა შესვენების შემდეგ ორი გოლი გატანეს - გეგა დიასამიძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ლუკა ლაკვეხელიანმა შესანიშნავად შეასრულა, მერე კი გიორგი კოხრეიძემ დუბლი მიითვალა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უკრაინელებმა გათანაბრება მოახერხეს - იური კლიმჩუკმა „საბურთალოს“ გამარჯვება არ დაანება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბურთალო - სტალი 3:3 (1:2)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (10), 1:1 რომულო (23), 1:2 ზადერაკა (25), 2:2 ლაკვეხელიანი (77), 3:2 კოხრეიძე (84), 3:3 კლიმჩუკი (90).

საბურთალო (პირველი ტამი): ქურდაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, ელვინ ტერა, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, მალი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე, ტატანაშვილი.

სტალი: პენკოვი, ებერტი, ოშჩიპკო (46. კლიმჩუკი), ჟონატანი, მესხი, იაკუმოვი, კოსტენკო, კოპიტოვი (66. ანტოშინი), ზადერაკა, რომულო (82. მიციკი), კნიში (66. ხოციანოვსკი).

"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს, უკრაინის უმაღლესი ლიგის მეშვიდეადგილოსან "მარიუპოლთან" გამართავს. 9 თებერვალს, სერბეთის პირველი ლიგის პირველადგილოსან ვრანის "დინამოს" დაუპირისპირდება, 13 თებერვალს კი გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პოლონეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსან "რაკუვთან" მოსინჯავენ ძალებს.

თეგებისაბურთალო
0.113046