“რთული იყო “სასუოლოსთან” სიცივეში თამაშში ჩართვა. ნახეთ, რომ არ გავხურებულვარ, მოედანზე ისე შევედი. ვესაუბრე იგუაინს საგოლე პასის შესახებ. ეს ძალიან გავდა იმ პასს, რომელიც კარპიში ორი წლის წინ პოგბას გავუკეთეს.
მომავალი? – კონცენტრირებული მხოლოდ აწმყოზე ვარ და კონტრაქტი კიდევ 2.5 წელი მაკავშირებს. აქედანვე შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში “იუვენტუსის” გარდა სხვა გუნდში არასდროს ვითამაშებ”, - განაცხადა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ მარკიზიო “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია და შავ-თეთრი მაისური 1993 წლიდან აცვია. ბოლო პერიოდში 31 წლის ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.