ფეხბურთი

14:47 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

30-ე ჩემპიონატის პირველი ტურის განრიგი ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის განრიგი დაამტკიცა.

ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საიუბილეო, 30-ე ჩემპიონატი 1 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის ორი მატჩით დაიწყება, ეროვნული ლიგა კი ერთი დღით გვიან აიღებს სტარტს. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" გახსნის საშინაო მატჩით - იმერლები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გორის "დილას" უმასპინძლებენ.

როგორც ლიგის პრესსამსახური იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სეზონშიც აქტიურად გააგრძელებს ჩემპიონატის გაშუქებას. ისევე როგორც წინა სეზონში, სატელევიზიოს გარდა, ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ინტერნეტ-ტრანსლაცია განახორციელდება. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ მოხდება ეროვნული ლიგა 2-ის ყველა ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენებაც.

0.115242