ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად იმედოვნებს, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემა.
“არისტოკრატები” 26-ე ტურში სტუმრად “უოტფორდთან” 1:4 დამარცხდნენ (VIDEO), მანამდე კი საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” ვერ გაუმკლავდნენ (0:3).
“არაფერი შეცვლილა - აქ ვრჩები და ვცდილობ, ვიმუშაო. ზეწოლა? რა ზეწოლაზეა საუბარი? მე ვმუშაობ.
რაც შეეხება “უოტფორდთან” მატჩს, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. შესაძლოა, შემადგენლობის შერჩევისას შევცდი, მაგრამ ამ შეხვედრაში რაიმეს შეცვლა ძალიან ძნელი იყო” - განაცხადა თამაშის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა.
“ჩელსი” პრემიერლიგის 26 მატჩში მოპოვებული 50 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზეა.