თამაშგარე

11:45 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერონიკა ზოპოლომ ფრთები ამერიკაში გაშალა

ფესვებითა და ჯიშ-ჯილაგით ურუგვაელი მოდელი ვერონიკა ზოპოლო აგერ უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ამერიკის შეერთებულ შტატებში მორუზრუზე მამრთა შეერთებულ და დაჟინებულ მზერას ისე კოხტად უმკლავდება, პოლიციასაც კი არ იძახებს.

ვერონიკა ზოპოლო თავისუფალ დროს მისი საყვარელი სპორტის სახეობით - ფრენბურთით კლავს ჟამს და ერთ რამედ ღირს ამ დროს მისი ცქერა. ისე კი, თავისუფალი დრო ბევრი ნამდვილად არა აქვს, რადგან საკმაოდ პრესტიჟულ ამერიკულ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს და ასეთი ასულს ტყუილად ვინ მოაცდენს?...

ვერონიკა ზოპოლომ თავის დროზე, მის მშობლიურ ურუგვაიში სილამაზის კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თვალებდასაფსებმა ჟიურიმ ვერონიკას სხვა ასულები ამჯობინა და სწორედ ეს წარუმატებლობა გახდა სენიორიტა ზოპოლოს ამერიკაში გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი. აბა რა ეგონათ?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.200578