ისტორია

10:04 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

6 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1924 – დაიბადა ბილი რაიტი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. პირველი მოთამაშე, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ბილი რაიტი ალბიონელთა უპირველეს გუნდს 90 მატჩში კაპიტნობდა (მათ შორის, 1950, 1954 და 1958 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე). სულ ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 105 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. გამოდიოდა “ვულვერჰემპტონ უონდერერზში” და სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1954, 1958, 1959). 1949 წელს, ბილი რაიტმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიპოვა. მან გუნდის შემადგენლობაში 541 შეხვედრა ჩაატარა და მსაჯებისგან ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია. ბილი რაიტი 1994 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ძეგლი “ვულვერჰემპტონის” კუთვნილ “მულინექსის” სტადიონზე დადგეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1936 - გერმანიის ქალაქ გარშიმ-პანტენკირჰენში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის მეოთხე ოლიმპიური თამაშები.

1967 - ამერიკელმა მუჰამედ ალიმ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ერნი ტერელი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968 - საფრანგეთის ქალაქ გრენბოლში, ზამთრის მეათე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1970 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მონაწილეთა რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა. ლიგას ბუფალოს, კლივლენდის, ჰიუსტონისა და პორტლენდის გუნდები დაემატნენ.

1971 - ამერიკელმა ასტრონავტმა ალან შეპარდმა, მთვარეზე გოლფის ბურთს დაარტყა.

1980 - თბილისის “დინამომ” არგენტინული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას მეოთხე მატჩში, პირველი გამარჯვება მოიპოვა. მენდოსაში ქართველებმა ამავე ქალაქის ნაკრებს 4:1 მოუგეს. გოლები ვახტანგ კოპალეიშვილმა, თენგიზ სულაქველიძემ, დავით ყიფიანმა და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. “დინამო” (გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, სულაქველიძე, ქორიძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია (გ. მაჩაიძე), კაკილაშვილი (დარასელია), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი (თავაძე), ჩელებაძე, ყიფიანი, შენგელია (მინაშვილი).

1981 - სულეიმან ნიამბუიმ, ხუთ კილომეტრზე დარბაზში რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (13:20.4).

1986 - “ნიუ ჯერსი დევილზის” მოთამაშე პიტერ მაკნები, ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით 42-ე ჰოკეისტი გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში, 350 შაიბა გაიტანა.

1993 - ამერიკელმა რიდიკ ბოუმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მაიკლ დოუკსი პირველივე რაუნდში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994 - რუსმა მძლეოსანმა, ლეონიდ ვოლოშინმა სამმაგ ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (17.77 მ).

1998 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, მალტის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველებმა რევაზ ძოძუაშვილის მიერ გაწვრთნილ ლატვიელებს 2:1 სძლიეს. საქართველოს ეროვნული გუნდიდან ორივე გოლი გოჩა ჯამარაულმა გაიტანა. შეხვედრა მალტის დედაქალაქ ლა ვალეტას სტადიონ “ტა ქალიზე” ჩატარდა და მას სამი ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი) შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: ტოგონიძე, შეყილაძე, კალაძე, შელია, ჩიხრაძე, გახოკიძე, ნემსაძე (კიკნაძე), ჯამარაული (სილაგაძე), ქეცბაია, ა. არველაძე (ყაველაშვილი), შ. არველაძე (იაშვილი). საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

2000 - კვიპროსის საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრებმა სომხეთის გუნდს 2:1 მოუგო. ლიმასოლის სტადიონ “ცირიონზე” შეხვედრას 2000 მაყურებელი დაესწრო. ქართველთაგან გოლები ზაზა ჯანაშიამ და ზურაბ მენთეშაშვილმა გაიტანეს. საქართველო (მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გრიშიკაშვილი, სილაგაძე, ქემოკლიძე, მენთეშაშვილი, ჩიხრაძე, სიჭინავა (შეყილაძე), ნემსაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი, ა. არველაძე, ზ. ჯანაშია (მ. ძოძუაშვილი).

2005 - მამაკაც ხელბურთელთა მსოფლიო პირველობის ფინალში, ესპანეთმა ხორვატიას 40:34 მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა.

2005 - პარიზში გამართულ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე (მსოფლიო სუპერ-თასის გათამაშება) საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე ივერი ჯიქურაულმა (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე შეჯიბრებაზე საბერძნეთის გუნდის ღირსებას იცავდა ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისის სახელით), რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა.

2007 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, ქვეყნის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ხორვატი პეტერ სეგრტი დაამტკიცა. სეგრტმა რალფ მინგეს ადგილი დაიკავა. თავის მხრივ მინგე იმ დღიდან საქართველოს ეეროვნული ნაკრების თავკაც, კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწის მოვალეობას ასრულებს.

2007 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, რომელშიც “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსს” სტუმრობდა. ლოსანჯელესელებმა 90:83 მოიგეს. ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა 26 წუთში, 14 ქულა მოაგროვა და 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასიც განახორციელა.

2008 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, ლატვიასთან 1:3 წააგო.

2008 - შაკილ ონილი “მაიამი ჰითიდან” “ფინიკს სანზში” გადავიდა.

2009 - ინგლისის პრემიერლიგამ ამერიკულ ტელეკომპანიებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ჩემპიონატის ორგანიზატორები 800 მილიონ დოლარს მიიღებენ.

2010 - რაგბში “ერთა თასის” მატჩში საქართველომ თბილისში გერმანიის ნაკრებს 77:3 სძლია და სატურნირო ცხრილში 17 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

2010 - კალათბურთში ფიბა ამერიკას ლიგის (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგა) გადამწყვეტ მატჩში არგენტინის “პენიაროლმა” მექსიკის “ჰალკონესს” დამატებით დროში 93:91 მოუგო და ბოლო 3 წლის განმავლობაში მეორედ დაეუფლა საპატიო თასს.

2013 - "ჰიუსტონმა" ნბა-ს რეკორდი გაიმეორა - ერთ მატჩში რეალიზებული ზუსტი სამქულიანების რაოდენობით. "როკეთსის" კალათბურთელებმა "გოლდენ სტეიტთან" (140:109) დაპირისპირებისას პერიმეტრიდან 23 ზუსტი ტყორცნა გამოიყენეს და მხოლოდ ერთი შედეგიანი სამქულიანი დააკლდათ ნბა-ს აბსოლუტური რეკორდის დამყარებამდე. ანალოგიური შედეგი პირველად 2009 წლის 13 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც "ორლანდოს" კალათბურთელებმა "საკრამენტოს" ერთბაშად 23 სამქულიანი ჩაუგდეს.

2013 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტირანაში ალბანეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. საქართველოს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1910 - ჯორჯ პოიზერი. ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა “ბრეტფორდში,” შემდეგ კი ამავე გუნდს წვრთნიდა. ასევე თამაშობდა ინგლისის ნაკრებში.

1923 - დიულა ლორანტი. უნგრელი ფეხბურთელი. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი. უნგრეთის ოთხგზის ჩემპიონი, რუმინეთის ჩემპიონი. წვრთნიდა რამდენიმე გუნდს (მათ შორის მიუნხენის “ბაიერნს”). Gგარდაიცვალა 1981 წლის 30 მაისს მატჩის დროს. გროშიჩის სადამრიგებლო პაოკ-ი “ოლომპიაკოსს” ხვდებოდა.

1924 - ბილი რაიტი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. პირველი მოთამაშე, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ბილი რაიტი ალბიონელთა უპირველეს გუნდს 90 მატჩში კაპიტნობდა (მათ შორის, 1950, 1954 და 1958 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე). სულ ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 105 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. გამოდიოდა “ვულვერჰემპტონ უონდერერზში” და სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1954, 1958, 1959). 1949 წელს, ბილი რაიტმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიპოვა. მან გუნდის შემადგენლობაში 541 შეხვედრა ჩაატარა და მსაჯებისგან ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია. ბილი რაიტი 1994 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ძეგლი “ვულვერჰემპტონის” კუთვნილ “მულინექსის” სტადიონზე დადგეს.

1945 – ჰანს სტუი. 1968-76 წლებში “აიაქსის” მეკარე. სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა თასს, ოთხჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელაც საკონტინენტთაშორისო თასი. 1971 წლის 7 თებერვლიდან 27 მაისამდე “აიაქსის” კარს “მშრალად” იცავდა.

1947 - ჩარლზ ჰიკოკსი. ამერიკელი მოცურავე. 1968 წლის ოლიმპიადაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

1949 - მანუელ ორანტესი. ესპანელი ჩოგბურთელი. 1975 წლის 7 სექტემბერს ჯიმი კონორსი აშშ-ს ღია პირველობის ფინალში დაამარცხა და თავის კარიერაში “დიდი მუზარადის” ერთადერთი ტურნირი მოიგო. სულ მანუელ ორანტესს 33 ტურნირი აქვს მოგებული. 1967-1980 წლებში, დევისის თასზე იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას და ამ გათამაშებაში 87 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 60 შეხვედრაში წარმატებას მიაღწია.

1953 - ზორან ფილიპოვიჩი. იუგოსლავიელი ფეხბურთელი. ორჯერ გახდა იუგოსლავიისა და პორტუგალიის ჩემპიონი. 2007 წლიდან ჩერნოგორიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1970 - ჯეფ როუზი. ამერიკელი მოცურავე. გულაღმა ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1958 - ბელგრადის მახლობლად საავიაციო კატასტროფის შედეგად, “მანჩესტერ იუნაიტედის” შვიდი ფეხბურთელი დაიღუპა.

1960 - ჯესი ბელვინი. მეკლდეური. 26 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

1910 - ჯორჯ პოიზერი. ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა “ბრეტფორდში,” შემდეგ კი ამავე გუნდს წვრთნიდა. თამაშობდა ინგლისის ნაკრებშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115234