ლაშა ტალახაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმარჯვა და 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვა.
24 წლის ქართველმა 9804 ხმა დააგროვა და უახლოეს მდევარს, ეგვიპტელ იჰამ მაჰმუდის დამაჯერებლად აჯობა (8491 ხმა), ხოლო მე-3 ადგილოსანმა სოჰრაბ მორადიმ მხოლოდ 3142 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძე 2017 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.