ფეხბურთი

21:40 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივო” ზეედორფმა ჩაიბარა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა “დეპორტივო” ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ლა კორუნიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ზეედორფმა გალისიელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ “დეპორტივოს” ხელმძღვანელობამ კრისტობალ პარალო “სოსიედადთან” გამანადგურებელი (0:5) მარცხის შემდეგ დაითხოვა. გალისიელები 22 ტურის შემდგომ გასავარდნ ზონაშია: 17 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება ჰოლანდიელის სამწვრთნელო გამოცდილებას, 2014 წელს “მილანს” ოთხი თვის განმავლობაში წვრთნიდა, ხოლო 2016 წელს ჩინურ “შენჩჟენს” ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113212