“ბეტისის” და მოროკოს ნაკრების ცენტრალური მცველი ზუჰაირ ფედალი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა შაბათს, “ვილიარეალთან” მოგებული (2:1) საშინაო შეხვედრის 53-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და აქილევსის მყესის სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა. ზუჰაირის სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს.
ფედალმა მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.