საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგაში ხვალ IV ტურის შეხვედრები გაიმართება. თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში პირველი მატჩი 16:00 საათზეა დანიშნული, რომელშიც ერთმანეთს „თბილისი“ და „წყალტუბო“ დაუპირისპირდებიან, 18:00 საათზე „არენა“ „კავკასიას“ შეხვდება, ტურის ცენტრალური შეხვედრა 20:00 დაიწყება - თსუ-ჰიუნდაი - „ტიტები“.
მნიშვნელოვანი თამაშის წინ „ტიტების“ მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ და ბექა ჩიკვილაძემ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი: „თსუ-ჰიუნდაი საკმაოდ კარგი გუნდია. ვიცით, რომ დაძაბული ბრძოლა გველის. გვქონდა მცირე პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ ვფიქრობთ, ამ თაშისთვის ყველა მზად იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ველოდებით დაძაბულ და საინტერესო თამაშს“.
ბესიკ ლეჟავა: „ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, თსუ-ჰიუნდაი ძალიან კარგი გუნდია.ჩვენთვის ეს თამაში ბევრს წყვეტს, გამარჯვების შემთხვევაში კვლავ პირველ ადგილზე დავრჩებით. ‘’თსუ-ჰიუნდაი’’ ძლიერი გუნდია და უკეთ გამოჩნდება ჩვენ რა დონეზე ვართ, რაზე გვაქვს სამუშაო. ყველაფერს გავაკეთებთ რათა ეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგოთ“.
ბექა ჩიკვილაძე: „კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში გამოვა.რაც შეგვეხება ჩვენ, მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა თსუ-ჰიუნდაი დავამარცხოთ“.
რეგულარული ჩემპიონატი
IV ტური
6 თებერვალი
თბილისი - წყალტუბო 16:00
არენა - კავკასია 18:00
თსუ-ჰიუნდაი - ტიტები 20:00