ფეხბურთი

16:42 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი თავი თავად შექმნა”

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა რონალდუს მიზანდასახულობაზე გაამახვილა ყურადღება:

“ის იდეალური მაგალითია, თუ როგორ უნდა შექმნა საკუთარი თავი. იოლად შემეძლო მეთქვა, რომ რონალდუ მე შევქმენი... ბევრი მწვრთნელისგან გამიგია მსგავსი რამ, ესა და ეს ვარსკვლავი მე წამოვწიეო, მაგრამ გეტყვით: რონალდუმ ეს თავად მოახერხა” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს უეფას საიტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11032