ქობულეთის “შუქურას” მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა. 31 წლის ჭელიძემ ამ პოსტზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა.
როგორც იცით, “შუქურა” ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.
ჭელიძე რამდენიმე წლის განმავლობაში “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდებს თავკაცობდა და 2016 წელს, გარდამავალ სეზონში, მისი გაწვრთნილი საბურთალოელთა 19-წლამდელთა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი გიორგი წვრთნიდა “შევარდენსა” და “მეშახტეს”.