ფეხბურთი

14:02 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი რთულ გრაფიკზე და გადაღლილობაზე საუბრობს

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში რთული გრაფიკის გამო გუნდი გადაღლილია.

“ბარნლისთან” მატჩის (1:1) საწყისი წუთებიდანვე იგრძნობოდა დაღლილობა. სეზონის პირველ ათ მატჩში თავს მხნედ გრძნობ, მომდევნო ათ შეხვედრაში ნორმალურად, მერე კი - საშინლად. ახლა მთელი დატვირთვა 15-16 ფეხბურთელზე გადადის და ამას როგორმე უნდა გავუძლოთ” - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს The Guardian.

“სიტი” ოთხ ტურნირზე იბრძვის: პრემიერლიგაში, ინგლისის თასზე, ლიგის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. რაც შეეხება თავად დე ბრუინს, მან მანჩესტერელთა მაისურით ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში უკვე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.114463