ფეხბურთი

13:10 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსის” ფანებმა აეკ-თან მარცხის შემდეგ არეულობა მოწყვეს (+VIDEO)

“ოლიმპიაკოსსა” და აეკ-ს შორის საბერძნეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გამართული მატჩი (1:2) მასობრივი არეულობით დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის 82-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს, რასაც “ოლიმპიაკოსის” ფანების აგრესია მოჰყვა.

ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და სტადიონიდან მათ გასაყვანად პოლიციას ძალის გამოყენება დასჭირდა. ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ფანები აეკ-ის ფეხბურთელთა ავტობუსსაც დაესხნენ თავს. სამართალდამცავებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ქუჩაშიც გაგრძელდა.

მომხდარზე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში იმსჯელებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სასჯელი დაეკისრება “ოლიმპიაკოსს” გულშემატკივართა ქმედების გამო.

ამ მატჩის მოგებით აეკ-მა “ოლიმპიაკოსს” ორი ქულით გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, “ოლიმპიაკოსი” კი 42 ქულით მესამეა. ლიდერი 46 ქულით პაოკია.

0.115577