თამაშგარე

10:17 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერის ცოლის სამსახიობო კარიერა წარმატებით გრძელდება

ევროპის ბულვარულ საზოგადოებაში ყველამ იცის თუ ვინაა ვეტერანი ნიდერლანდელი მობურთალის, ვესლი სნეიდერის ხელისხელსაგოგმანები ცოლი და ორი შვილის დედა, იოლანდა სნეიდერ-კაბაუ. ეს ესპანური ფესვების მქონე და ჰოლანდიაში გაზრდილი ლამაზმანი ნიდერლანდებში საკმაოდ ცნობილი მოდელი და მსახიობია.

სულ ცინცხალი მონაცემებით, ქალბატონმა იოლანდამ უკვე ითამაშა 6 კომედიურ ფილმში და 10 დრამაში, რაც დაგვეთანხმებით არაა ურიგო შედეგი და მაჩვენებელი. იმის გათვალისწინებით, რომ იოლანდა ესპანეთის ქალაქ იბიცაში 1985 წლის 19 მარტს დაიბადა და ამჟამად მხოლოდ 32 წლისაა.

იოლანდა კაბაუსა და ვესლი სნეიდერს შორის 2009 წელს დაიწყო ურთიერთობა და წყვილი 2010 წლის ივლისში დაქორწინდა. ქორწინებიდან მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ კი სნეიდერმა 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ითამაშა და როგორც გახსოვთ ეს მატჩი ჰოლანდიისთვის მეტად უიღბლო და დრამატული გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113818