ფეხბურთი

2:42 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დუელი გრძელდება

იტალიის სერია A-ს სცენარი ტურიდან ტურამდე არ იცვლება. “ნაპოლი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს მისდევენ, ქულებსაც არაფრის დიდებით არ კარგავენ. მაურიციო სარის გუნდი ღრმა აუტსაიდერ “ბენევენტოს” ეწვია და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

ნეპალურ გუნდს უკვე 60 ქულა დაუგროვდა. 23 ტურის თავზე ამაზე მეტი ქულა ისტორიაში მხოლოდ “იუვენტუსს” (2005-2006 წლები სეზონში 62 ქულა) და “ინტერს” (2006-2007, 63 ქულა) ჰქონიათ. მოკლედ, “აძურის” შედეგები ყველანაირად მიანიშნებს იმაზე, რომ სკუდეტო უნდა მოიგოს, მაგრამ...

მაგრამ, “იუვენტუსიც” იქვეა და ალბათ არც არაფერს დათმობს. სხვაობა კი, ოდენ კინკილა ქულაა. მოკლედ, ფეხის ერთი დაცდენა. მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა “სასუოლოსთან” ივარჯიშეს – 7:0. ბენეფისი ჰქონდა გონსალო იგუაინს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახლში წაიღო. არანაკლებ შედეგიანად გაისარჯა სამი ხედირა (დუბლი). ამასობაში კი, საქმე ისე მიდის, რომ “იუვე” და “ნაპოლი” სეზონის ბოლომდე ასე ქულა-ქულაში მივლენ. მოკლედ, მაგარი ფინიში გველოდება აპენინზე. წინ 15 ტურია.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება – როგორც იქნა მოიგო “რომამ” და ოთხეულთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ჯენგიზ უნდერმა 43 წამზე გაუტანა “ვერონას” და ეს “ბენტეგოდიზე” ერთადერთი გოლი გამოდგა. “მილანმა” ისევ არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო. არადა, ჯენარო გატუზოს გუნდი კაგა ხანს უგებდა სუსოს ლამაზი გოლით “უდინეზეს”, მაგრამ ბოლოსკენ ჯიჯო დონარუმამ საკუთარი კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

საინტერესო რამ მოხდა ბოლონიაში – “ფიორენტინამ” ადგილობრივ გუნდს 2:1 მოუგო. სამიდნა ორი გოლი კი, პირდაპირ კუთხურიდან გავიდა. ჯერ სტუმარმა ვერეტუმ იხეირა, ცოტა ხანში მასპინძელმა პულგარმა.

სერია A-ს 23-ე ტური ორშაბათს, “ლაციოსა” და “ჯენოას” მატჩით დასრულდება.

“ვერონა” – “რომა” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჯენგიზ უნდერი (1)

“ატალანტა” – “კიევო” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მანჩინი (72)

“ბოლონია” – “ფიორენტინა” 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მირანტე (41, ა.გ), 1:1 პულგარი (44), 1:2 კიეზა (71)

“კალიარი” – “სპალი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩიგარინი (34), 2:0 საუ (78)

“იუვენტუსი” – “სასუოლო” 7:0 (4:0)

გოლები: 1:0 ალექს სანდრო (9), 2:0 ხედირა (24), 3:0 ხედირა (27), 4:0 პიანიჩი (38), 5:0 იგუაინი (63), 6:0 იგუაინი (74), 7:0 იგუაინი (83)

“უდინეზე” – “მილანი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სუსო (9), 1:1 დონარუმა (76, ა.გ)

“ბენევენტო” – “ნაპოლი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მერტენსი (20), 0:2 ჰამშიკი (47)

თეგებისერია A
0.3559