მსოლფიოს ნომერ 27-ე ჩოგბურთელმა კეი ნიშიკორიმ დალასის ჩელენჯერის ტურნირი მოიგო. კეიმ ფინალში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს 6:1, 6:4 მოუგო. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ამერიკლმა იაპონელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
2017 წლის აგვისტოს შემდეგ კეის ტრავმის გამო აღარ უთამაშია და როგორც ჩანს ნიშიკორის დაბალი რანგის ტურნირზე თამაში ფორმაში შესასვლელად დასჭირდა.