ფეხბურთი

20:00 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივომ" მწვრთნელი დაითხოვა

"დეპორტივოს" ხელმძღვანელობამ პირველი გუნდის მწვრთნელი კრისტობალ პარალო დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლა კორუნიული გუნდი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს. "დეპორტივომ" 22 მატჩში 17 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონაშია. პარალოს გუნდმა ბოლო შეხვედრა "სოსიედადთან" 0:5 წააგო. გალისიელებმა მიმდინარე სათამაშო წელს ესპანეთის ჩემპიონატში 51 გოლი გაუშვა, რაც 1956/57 წლების სეზონის (22 მატჩი, 54 გოლი) შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11797