ფეხბურთი

18:45 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "ცოლმა "გადამარჩინა"

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ Vanity Fair-თან საუბრისას განაცხადა, რომ "იუვენტუსში" გატარებული პირველი სეზონის შემდეგ გუნდის დატოვებას ფიქრობდა და "ზენიტში" გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ცოლმა იგი ამ ნაბიჯისგან "გადაარჩინა".

"იუვენტუსში" პირველი წელი რთული აღმოჩნდა. სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხვდებოდი და ერთი წლის შემდეგ "ზენიტში" გადასვლაზე ვფიქრობდი. ჩემმა ცოლმა შემაცვლევინა აზრი, მან "გადამარჩინა"." - განაცხადა ბონუჩიმ.

საერთო ჯამში ლეონარდომ "იუვენტუსის" მაისურით მოედანზე 319 მატჩში გამოჩნდა და 19 გოლი გაიტანა. აღნიშნულ გუნდთან ერთად კი ზედიზედ ექვსჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11033