ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა "ლილისთან" მოგებულ (3:0) ლიგა 1-ის 24-ე ტურში თავი ერთხელ გამოიჩინა და კარიერაში 350-ე გოლი გაიტანა. აღნიშნული ინფორმაცია Goal-მა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელმა კარიერა "სანტოსში" დაიწყო და ამ გუნდის მაისურით 136 გოლი გაიტანა. "ბარსელონას" რიგებში 2013/17 წლებში თამაშობდა და 105-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება, ხოლო პსჟ-ში მიმდინარე სეზონში 26 მატჩში თავი 27-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ნეიმარმა ჯამში 82 გოლი გაიტანა.