ფეხბურთი

15:44 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის მიღწევა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ლევანტეს" წინააღმდეგ ფრედ (2:2) დასრულებულ ლიგის 22-ე ტურის მატჩში თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა და ზედიზედ მე-14 სეზონში შეძლო გოლის გატანა. აღნიშნული შედეგი პირველად კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დააფიქსირა.

ყველაზე შედეგიანი სეზონის რამოსს წინა სათამაშო წელს ჰქონდა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. სერხიო ლა ლიგაში მე-15 სეზონს ატარებს და გოლი მხოლოდ სასტარტო 2003/04 წლების სეზონში ვერ გაიტანა. კარიერის განმავლობაში რამოსმა შიდა ჩემპიონატში 418 მატჩში თავი 52-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116116