სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ბლოგი

12:45 | 4.02.2018 | ნანახია 5358 - ჯერ

დიდი კაცი ძეგვიდან

თემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არც ერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ, 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზოს გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: “ნახეთ - ძე გვის! ძე გვის!“. - ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.

სანამ ძეგვში ბიჭუნას ძეგლი დაუდგამთ, მანამდე ამ სოფელს სახელი უკვე გაუთქვეს და ეს აწ უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ გააკეთა. ლევანი წარმოშობით სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვიდანაა და ამ სოფლის შესახებ დარწმუნებული ვარ არამხოლოდ ბევრმა უცხოელმა, ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემაც კი პირველად გაიგო. ესაა ნიმუში იმისა, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა და შენი მშობლიური მხარე. ესაა ნიმუში დიდი პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულისა. ლევან გორგაძემ ქართულ სპორტში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა.

ტოჩინოშინის ტრიუმფის შემდეგ, ქართველი ქომაგები ხშირად საუბრობენ იმაზე, ქართველი სპორტსმენების ინდივიდუალურ წარმატებებს შორის რომელიც უფრო დიდი და გრანდიოზული წარმატება იყო - ზაზა ფაჩულიას ამერიკაში პირველობა, კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება თუ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის დაუფლება.

ჩემი აზრით ეს შედარებები და საკითხის ასე დაყენება ძირეულად არასწორია, რადგან ჯერ ერთი არ მესმის, რატომ უნდა დავატოლოთ დიდი წარმატებები ერთმანეთს. მეორეც, ეს იგივეა, ლევან გორგაძე ფაჩულიას შევაჯიბროთ ნახტომში და პირიქით - ფაჩულია გორგაძეს ღონეში. ეს ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა და აქ მთავარი ისაა, რომ ზემოთაღნიშნული დიდი გამარჯვებები დამოუკიდებელი ქართული სპორტის არსებობის პერიოდში მოხდა, როდესაც ზემოთდასახელებული სპორტსმების ჩვენებურობას ვერც საბჭოეთი გვედავება და ვერც ვერავინ.

მაგრამ, არის კი გორგაძის წარმატება ქართული სუმოს ისტორიაში უმთავრესი და ერთადერთი?! ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა სასიმოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს მომავალი და ვინ იცის, იქნებ ტოჩინოშინის ტიტულმრვალობა შემდეგში სრულიად ჩვეულებრივი ამბავი გახდეს (ღმერთმაქნას!). ისიც შეიძლება, რომ სუმოს პოპულარიზაციამ ასპარეზზე ბევრი სხვა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენი გამოიყვანოს და ლევანი მხოლოდ დიდი გზის მესაფუძვლე იყოს.

ფაქტი კი ისაა, რომ ტოჩინოშინის გამარჯვება უნდა იქცეს დიდ სტიმულად ჩვენი ახალგაზრდებისათვის და თუკი რაგბი გახდა ჩვენი თამაში, სუმო რატომ არ შეიძლება გახდეს ჩვენი? სოფელ ძეგვში სუმო რომ უკვე სპორტის მთავარი სახეობაა - ამაზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:06 | 05.02.2018
arsena8 (316)

"თემურ ლენგის მორიგი შემოსევა...)" ოოო, ამას ვინც ისტორიას ასწავლიდა, თემურ ლენგი არ იყო თათარ-მონგოლი, მეტიც 1941წ-ს ანთროპოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად გარეგნობითაც არ იყო მონგოლოიდი, თურქ-სელჯუკი იყო.

08:27 | 06.02.2018
despe (3043)

თურქი მონღოლოიდია მერე

უბრალოდ გადაფხეკა უნდათ.

22:00 | 04.02.2018
ogafa (7359)

ყოჩაღ დიდება და წარმატებები

19:14 | 04.02.2018
BEERTRANCE (97339)

იმედია ბევრს გადაედება მისი შეუპოვრობა მებრძოლი სული და გამძლეობა.

სამომავლო წარმატებები ლევანს, იმედია არ მოდუნდება და ეგრე გააგრძელებს. გასაგებია რო მყესები კარიერის ბოლომდე შეაწუხებს, მარა მაინც ადრე 1-ელ ვირწმუნე რო ოძეკობამდე შეეძLო მისვლა და ახლაც ხელახლა გამიჩნდა იმედი რო შეუძლია ამ ტიტულამდე მისვლა.

18:49 | 04.02.2018
# KoRBeN DaLLaS # (12206)

აბა რა, აბა რა, აააბაა რაააა...
სხვათაშორის გია სურამელაშვილიც ძეგველია

18:20 | 04.02.2018
თორღვა პანკელი (910)

ეს ჩვენი მეომრული სულის დამსახურებაა ასე დედის რძესავით რომ შევირგეთ იაპონური საბრძოლო და საჭიდაო სპორტები, ძიუდო თუ სუმო, ინგლისელების მიერ მოგონილი ყველაზე პოპულარული სპორტებისგან მარტო რაგბია ის სპორტი რომელმაც თიკუნად დამსახურებულად მიიღო დევიზი, რაგბი ჩვენი თამაშია! ყველაზე მეტად ფეხბურთი გვიყვარს, მერე რაგბი, მერე კელათბურთი, ჩოგბურთი და სხვა სპორტები, მაგრამ ნებისმიერ სპორტში სადაც ძალა და ვაჟკაცობაა მისი მთავარი მამოძრავებელი, იქ ქართველი კაცი და საქართველოს დროშა ყოველთვის მაღლა იქნება, ამის მიზეზი ძალიან მარტივია, ეს ჩვენ სისხლში გვაქვს! სულ არ ვარ წინააღმდეგი.

16:40 | 04.02.2018
ერეკლე II (76)

ეპოქალური მიღწევაა, დაუჯერებელი, დარწმუნებული ვარ, კიდევ გაგვახარებს.

16:33 | 04.02.2018
ანდროიდი (193)

ლაშა ტალახაძეს შევადაროთო რო' გეთქვათ კიდევ გავიგებდი. სად კალაძე ფაჩულია ვარსკვლავურ გუნდებში და სად ინდივიდუალური ორთაბრძოლების გამარჯვებული. შეუდარებელი მიღწევაა თავისი საბრძოლო და კულტურული სირთულის გათვალისწინებით.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.070242