კალათბურთი

11:40 | 4.02.2018 | ნანახია 2304 - ჯერ

ზაზას 10 ქულა, 8 მოხსნა და მარცხი “დენვერთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “დენვერთან” 115:108 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც “დენვერმა” 38:25 მოიგო.

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. “დენვერში” 25 ქულით ბარტონი გამოირჩა.

41 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციას “გოლდენ სტეიტი” ლიდერობს. მომდევნო მატჩში ოკლენდელები შინ “ოკლაჰომას” დაუპირისპირდებიან, მატჩი 7 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:21 | 05.02.2018
O. Mertskhali (8101)

ჯაზია მაგარ ფორმაში... საინტერესოა, დღეს რას იზამს... დღესაც თუ მოიგო, 'ზნაჩიტ' მაგათმა რაღაც ახალი აღმოაჩინეს კალათბურთში

02:18 | 05.02.2018
O. Mertskhali (8101)

რა გუნდი მყავს რაა: მეორეჯერაც დავადეთ ოქროებს

23:59 | 04.02.2018
deqstera_best_7 (1964)

ახალბედებს აძლევს მეტ შანსს და ძირითადს ფლეიოფისთვის ინახავს...

კარი-ტომპსონი-დიურანტი-გრინი-ზაზა
იანგი-ლივინგსტონი-იგუდალა-ბელი(კასპი)-ვესტი(მაკგი)

უკეთესი 12 კაცი ვის ყავს

23:27 | 04.02.2018
dinamo11 (1009)

მაკგი საერთოდ ღადაობაა მაგ ტიპს ალე უპის და ფარში ბურთის ჩადების გარდა არაფერი ეხერხება არც წინ არც უკან.

23:26 | 04.02.2018
dinamo11 (1009)

აი კერიმ ეს თამაში ძალით წააგო.სანამ ზაზა პარკეტზე იყო მშვენიერი ფორა ეჭირა გუნდს ის ოიკიჩიც დიდს ვერაფერს შვებოდა დასვა სკამზე და დაქაჩვაც დაიწყო დენვერმა.ისე რა იყო დაგინებული აქვს მე-4 მეოთხედში რო სკამზე უნდა ეჯდეს ზაზა თუ რა თემაა? გამოუცდელი ახალბედა კალათბურთელია და ნერვები უმტყუნებს? აი გუშინ მაინც როგორ არ დააბრუნა პარკეტზე გაოცებული დავრჩი.

18:56 | 04.02.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

მაგარი ზაფხული მელის ჯერ ეს ძვირადღირებული მორგი, სახელად "კლივლენდ კავალიერსი" უნდა გახდეს ჩემპიონი ჩემი ჭკუით, მერე ერთ თვეში კი არგენტინის ნაკრებმაც თასი უნდა ასწიოს რუსეთში
თუკი ამ ზღაპრების მჯერა, ივერიის გაბრწყინების რატომ არ მწამს, რატომ ?

19:05 | 04.02.2018
BEERTRANCE (97819)

თითო ზღაპარი თითო ჯერზე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

17:44 | 04.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

გოლდენის სათადარიგო სკამიდან დაცვითი პოტენციალი არავის არ გააჩნია, ერთი ბელის გამორჩევა შეიძლება და ისიც ტრავმირებულია.

16:51 | 04.02.2018
lakers93 (446)

4ე პერიოდში ლუნი გამოიყვანა და ზაზა არა ხოდა წააგო გირსია

16:16 | 04.02.2018
Marco8 (3589)

გოლდენის ნამდვილი ძალა პლეიოფებში გამოჩნდება, თუმცა ხშირად აგებენ უკვე..

15:17 | 04.02.2018
drosha ver dakiden (146)

ჯოგია მაგრამ, სანამ აიზია მივიდოდა მანამდე როგორ თამაშობდნენ? აიზიას მისვლით წესით უნდა გაძლიერებულიყვნენ და პირიქით სულ აირივნენ. პლეიოფში კი გავლენ მაგრამ მერე დიდი მომავალი არ აქვთ. ლუ დიდი ხანია გასაშვებია. ამათ ობრადოვიჩი აწი თუ უშველით)))

13:25 | 04.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლივლენდი დაიშალა ფლეიიფში თუ გავლენ საკითხავია ესეც ბანდაც არაა ლებრონა იმენა შემეცოდა ამ ბრბოში უფანტაზიო ყ თა ჯოგში.რათ უნდა ფიქრი იმას ლუ რო წიხლითაა გასაგდები რატო აჩერებენ ამ კაცს რატო აჩერევენ სმიტს ტომპსონს და სასტავს ვის ელოდებიან.აიზიაც გასაცვლელი ხო არაა ბევრად მეტს ველი მაგრამ გუნდის ხარისხი იმდენად დაბალია ლებრონაც ვეღარ ავლენს ბოლომდე თავის შესაძლებლობებს.ჯერჯერობით აიზია ჯეიარსმიტია პირველ ნომერზე მეტი არაფერი

13:22 | 04.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენი ეჩვევა მარცხს კაია დდდ არა რა იოკიჩი რა დონეა კონკრეტულად ამ თამაშზე არ ვამბონ ძაან მააგარია სხვა ინტელექტი აქ ვაფშე

0.124338