სხვა

19:26 | 3.02.2018 | ნანახია 1014 - ჯერ

ფიგურული სრიალი: კაზაკოვასა და რევიას გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე

ფიგურულ სრიალში პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდებს შორის წყვილთა თანრიგში, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ გამარჯვება მოიპოვეს. ქართველებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ჯამში 132.07 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასული უკრაინელები, მარია გოლუბცოვა და კირილ ბელობროვი 2.1 ქულით ჩამოიტოვეს.

აღნიშნული ტურნირი უფროსებს, ახალგაზრდებს და ახალბედებს შორის ყოველწლიურად ტარდება. Mentor Torun Cup-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შეჯიბრებაში 30 ქვეყნის 280-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:14 | 04.02.2018
BEERTRANCE (97819)

ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.

00:25 | 04.02.2018
ogafa (10220)

წარმატებები

23:13 | 03.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

ყოჩაღ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121208
სარეკლამო ადგილი - 99
X x X