ფეხბურთი

11:42 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივოს” ანტირეკორდი

ლა კორუნიის “დეპორტივომ” პირადი ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ეხება გაშვებული გოლების რაოდენობას. “დეპორს” 22 ტურის თავზე 51 გოლი აქვს საკუთარ კარში მიღებული და ეს ყველაზე ცუდი შედეგია ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

გალისიელებს ისტორიაში ამაზე უარესი მაჩვენებელი ერთადერთხელ, 1956-1957 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც 22 მატჩში 54 გოლი გაუშვეს.

“დეპორტივომ” ასეთ შედეგს “სოსიედადთან” სტუმრად განადგურების (0:5) შემდეგ უწია. ამჯერად ლა კორუნიული გუნდი მე-18 ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

0.121457