კალათბურთი

1:28 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ცრვენა ზვეზდა" გაანადგურა

ევროლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო “სასკი ბასკონიამ”. ესპანურმა გუნდმა 21-ე ტურში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” დაბრკოლების გარეშე, ადვილად დაამარცხა – 103:84.

ბასკთა კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 24:32 წუთი გაატარა. თორნიკემ ხსენებულ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ჩვენებურმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 11 შეადგინა.

“ბასკონიას” 21 ტურში 10 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება. ესპანელები მომდევნო ტურში 8 თებერვალს, ათენში, “პანათინაიკოსს” ესტუმრებიან.

0.1146