სხვა

21:40 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ს სტუმრად ტყვიის მსროლელთა ბრწყინვალე სამეული ეწვია

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ მრავალი ტიტულის მფლობელი სახელგანთქმული სპორტსმენები ტყვიის სროლაში: 5 ოლიმპიური მედლის მფლობელი იასნა სეკარიჩი(სერბეთი), ასევე 5 ოლიმპიური მედლის მფლობელი მარია გროზდევა (ბულგარეთი) და ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი მუნკბაიარ დორჯსურენი(გერმანია).

სპორტსმენებს უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა - ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა სახელოვან ოლიმპიელებს სეოკ-ში სტუმრობისთვის, მოკლედ გააცნო ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია: „მისაბაძია თქვენი მეგობრობა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონთან ნინო სალუქვაძესთან, რომელიც საქართველოსთან მეგობრობაში გადაიზარდა. ასევე მისაბაძია თქვენი სპორტული გზა ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის. საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობების, მათ შორის - ტყვიის სროლის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა და იმედი გვაქვს, რომ წარმატებები მომავალშიც გვექნება,"- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

სტუმრებმა მადლობა გადაიხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის, დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164108