ფეხბურთი

20:10 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა გასაკვირია? თბილისის "დინამომ" "ვორსკლასთან" დიდი ანგარიშით წააგო

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" უკრაინულ პოლტავის "ვორსკლასთან" ამხანაგური მატჩი 1:4 წააგო. ქართველები იგებდნენ, მე-10 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა ანგარიში, ამის მერე კი... პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმი მთლიანად უკრაინელებისა იყო.

"ვორსკლა" უკრაინაში მესამე ადგილზეა. ამ გუნდში თამაშობენ სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე. ორივენი იყვნენ მოედანზე. კობახიძე სასტარტოში გახლდათ. ბოლო გოლი კი გიორგაძემ გაიტანა...

რა გასაკვირია, რომ ასე მოხდა? თბილისის "დინამო" იმ კლუბად გარდაიქმნა, რომელიც ფეხბურთელებს უზრდის სხვა ქართულ გუნდებს.

დინამო - ვორსკლა 1:4

გოლები: 1:0 ზივზივაძე (10), 1:1 შარპარი (30 პენ), 1:2 ჩესნაკოვი (65), 1:3 კულაჩი (69), 1:4 გიორგაძე (81)

დინამო: ბულისკერია, თოთაძე, ხარაბაძე, რუხაია, ლუცევიჩი, ქარდავა, კიტეიშვილი, ივანისენია, შულაია, ივანიშვილი, ზივზივაძე

მეორე ტაიმში ითამაშეს: გოშაძე, მამარდაშვილი; გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, ხარშილაძე, გაბუნია

0.117562