ჩოგბურთი

19:50 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: ბასილაშვილი აჰოუდას შეხვდება, ცივაძე - ოუაჰაბის

2018 წლის დევისის თასის გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში დაუპირისპირდება.

მარაკეშში პირველი შეხვედრა ლამინე ოუაჰაბის (591) და გიორგი ცივაძეს (1082) შორის 3 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (57) ამინე აჰოუდა დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 689-ე ადგილზეა. ამავე დღეს, ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი ოუაჰაბეს და იასინე იდმბარეკის წყვილს შეხვდება.

4 თებერვალს ბასილაშვილი ოუაჰაბეს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე შეხვედრაში აჰოუდა ცივაძეს შეხვდება. მაროკოს და საქართველოს შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის საუკეთესოს შეხვდება.

0.136486