როგორც იცით, თბილისში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ცივი იარაღით დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. კიდევ კარგი, გადარჩნენ., მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი დაჭრილი 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელია – თბილისის “შევარდენის” 19-წლამდელთა გუნდის მცველი ნოდარ ცანავა. შემთხვევა არასაფეხბურთო ამბავს უკავშირდება. ისე კი, ძალიან გავრცელდა მსგავსი ამბები და ეს უკვე საგანგაშოა.
ცანავას ჭრილობა შეუხორცდება და ჩვეულებრივ გააგრძელებს ვარჯიშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია