თამაშგარე

14:15 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა გასკოინი ხალხის გადარევას აგრძელებს

დიდი ოხერი და მამაილაა, ჩვენს მიერ “ფეხთაშვერის ოსტატად“ წოდებული ბრიტანელი სუპერეპატაჟური მოდელი, ბიანკა გასკიონი. როგორც იცით, ეს გოგო დღენიადაგ იმის ცდაშია, ბულვარული მედია გადარიოს და ეს საქმე ისე კარგად გამოსდის, აშკარაა, რომ “სიყვითლე“ მისი მოწოდებაა.

ცოტა ხნის წინ, ბიანკამ ერთ-ერთი ნაკლებაც ცნობილი ტანსაცმლის მწარმოებელი ბრიტანული ფირმის მიერ შექმნილი საცვლების სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ისეთი საცვლები ამოიცვა, სად მთავრდებოდა ნიფხავი და სად იწყებოდა ბიანკა - ყველაზე დაკვირვებული კაციც კი ვერ გაარჩევდა.

ვინც ჯერ კიდევ არ იცით, მათ ვეტყვით, რომ ბიანკა გასკოინი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის - პოლ გასკოინის შვილი გახლავთ და ლოთბაზარა პოლს იმდენი ჭიქა ვისკი არ გადაუხუხავს, რამდენ აზღუდსაც მისი ასული ერთ დღეში იზომავს. იზომავს და ერგება კიდეც!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110624