კალათბურთი

11:08 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა

“დეტოიტმა” შინ “მემფისი” 104:102 დაამარხა. ბლეიკ გრიფინის წარმატებული დებიუტი შედგა “დეტროიტში”. გრიფინმა გუნდს 24 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. ბლეიკმა 3-დან 1 სამქულიანი, 9-დან 5 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “კლიპერსმა” და “დეტროიტმა” კალათბურთელები გაცვალეს. ლოს ანჯელესიდან მიჩიგანში ბლეიკ გრიფინი, ბრაინს ჯონსონი და ვილი ჰიდლი გადავლენ, “კლიპერსში” კი სანაცვლოდ - ტობიას ჰარისი, ევერი ბრედლი და ბობან მარიანოვიჩი.

გრიფინი “კლიპერსში” 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბლეიკი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 22.6 ქულას, 7.9 მოხსნა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

0.105509