ფეხბურთი

23:25 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" დანიის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მიდტიულანდის" თავდამსხმელი კრისტიან სორლოტი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. როგორც "არწივების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა.

The Guardian-ის ინფორმაციით, შემტევის ტრანსფერი ინგლისელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამასთანავე, თუ კრისტიანი კარგად ითამაშებს, დანიელები ბონუსის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებენ.

სორლოტი "რუსენბორგის" აკადემიის აღზრდილი, მთავარ გუნდში კი 2013 წელს დააწინაურეს და 2015 წელს "ბოდო გლიმტში" გაანათხოვრეს, სადაც თავდამსხმელმა 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა. 2016 წელს კრისტიანი "გრონინგემში" აღმოჩნდა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი "მიდტიულანდში", რომლის მაისურითად 26 შეხვედრაში თავი 15-ჯერ გამოიჩინა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11255