ფეხბურთი

21:03 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იოზილმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "მეთოფეებს" არ დაუკონკრეტებიათ თუ რამდენწლიან ხელშეკრულებაზეა საუბარი, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონი ლონდონურ გუნდში 2021 წლის ივლისამდე ითამაშებს.

ასევე, BBC-ის ინფორმაციით, იოზილი კვირაში გადასახადების ჩათვლით 350 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა.

მესუთი "არსენალს" 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და გუნდთან ერთად ფეხბურთის ასოციაციის თასი სამჯერ მოიგო. გერმანელმა "მეთოფეთა" მაისურით დღემდე 182 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114169