ფეხბურთი

22:35 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ლუკმენი "ლაიპციგში" გაანათხოვრა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და "ევერტონის" თავდამსხმელი ადემოლა ლუკმენი "ლაიპციგში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ნიგერიული ფესვების მქონე ფეხბურთელი ლივერპულელებმა 2017 წლის იანვარში "ჩარლტონიდან" დაიმატეს. მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევროა.

0.124021