ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვას და იაპონელი ნაო ჰიბინოს წყვილი ტაივანის ღია ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ოქსანამ და ნაომ მეოთხედფინალში კორნელია ლისტერი და არინა როდიონოვა იოლად 6:2, 6:2 დაამარცხეს.
კალაშნიკოვას და ჰიბინოს მომდევნო მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ტიმეა ბაბოშის და ჩენ ჰაოცინის წყვილი იქნება. აღნიშნული შეხვედრა 3 თებერვალს 09:00 საათზე დაიწყება და ჩემპიონატის მიზეზებიდან გამომდინარე მატჩის დაწყების დრო შეიძლება შეიცვალოს. ნახევარფინალში გასვლის ქართულ-იაპონურმა წყვილმა 110 სარეიტინგო ქულა და 3, 435 დოლარი გამოიმუშავეს.