ფეხბურთი

17:43 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: “მხოლოდ “ჩელსიში” გადასვლა მინდოდა”

ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა ოლივიე ჟირუმ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფორვარდის განცხადებით, მხოლოდ “არისტოკრატებში” გადასვლა სურდა და ბევრი მიზეზიც დაასახელა.

“გადამწყვეტი ფაქტორი ანტონიო კონტესთან საუბარი იყო. მჯერა, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კავშირი ძალზე მნიშვნელოვანია. მომწონს ის, თუ რამდენ დროს უთმობს ფეხბურთელებთან მუშაობას. მასთან საუბრის შემდეგ დაუყოვნებლივ ვიგრძენი, რომ ჩემთან მუშაობა სურდა.

მხოლოდ “ჩელსიში” გადასვლა მსურდა, რადგან ინგლისიდან წასვლაც არ მინდოდა და მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა. “ჩელსი” კი იდეალური ვარიანტი იყო, რადგან ასე ლონდონში დარჩენის შესაძლებლობაც მომეცა”, - განაცხადა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ “ჩელსიში” “არსენალიდან” გუშინ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფრანგმა 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.122759