ლონდონის “ვესტ ჰემის” სპორტულ დირექტორს რასიზმში დანაშაულებენ. ტონი ჰენრიმ ცოტა ხნის წინ, ასეთი განცხადება გააკეთა:
“ჩვენ არ ვაპირებთ აფრიკელი ფეხბურთელების შეძენას. ისინი კარგები არიან, მაგრამ მოაქვთ პრობლემები, რადგან დისციპლინა არ იციან. ინგლისში თავის გამოჩენა უჭირთ რუსებს და იტალიელებსაც. დავძენ, ეს ამაში არანაირი დისკრიმინაცია არ იგულისხმება”, - თქვა ჰენრიმ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ოფიციალური განცხადება კლუბმაც გააკეთა:
“ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მიუხედავად მათი სქესის, რასის, ასაკის, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა. კლუბი გმობს რასიზმსა და დისკრიმინაციას. მივესალმებით გამოძიების სამართლიანად ჩატარებას და მის დასრულებამდე კომენტარს ამ თემაზე აღარ გავაკეთებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.