ფეხბურთი

12:43 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “ოთხეული ჩვენთვის წარმატება იქნება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის პრემეირლიგის ოთხეულში მოხვედრა წარმატებული შედეგი იქნება. როგორც იტალიელმა “ბორნმუთთან” საშინაო მარცხის (0:3) შემდეგ განაცხადა, ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნება.

“ოთხეულში მოხვედრა ადვილი არ იქნება. მიმდინარე სეზონში დიდი ბრძოლაა საჭირო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ წინ დიდი ბრძოლები ელოდებათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

რეალისტები უნდა ვიყოთ – თუ ოთხეულში შევალთ, სეზონი წარმატებული იქნება”, - განაცხადა კონტემ.

25 ტურის შემდეგ “ჩელსი” 50 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და მეხუთე პოზიციაზე მყოფ “ტოტენჰემს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

0.111829