ფეხბურთი

10:55 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" მანგალა გაიფორმა

“მანჩესტერ სიტიმ” ელიაკიმ მანგალა “ევერტონს” დაუთმო. როგორც ლივერპულური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ფრანგი “გუდისონ პარკზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ევერტონისთვის” მანგალა ჯენკ თოსუნისა და თეო უოლკოტის შემდეგ, მესამე შენაძენია.

26 წლის მანგალა “სიტის” რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში ფრანგი პრემიერლიგაში მხოლოდ 9 მატჩში გაისარჯა.

0.118382