მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი მცველი იუტო ნაგატომო კარიერას “გალათასარაიში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
ნაგატომო თურქულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
“ჩემთვის დღეს ახალი თავგადასავალი იწყება. ვამაყობ, რომ “ინტერის” ღირსებას 7 წელი ვიცავდი, ეს იყო ემოციებით სავსე პერიოდი. წარმატებებს ვუსურვებ “ინტერს” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში”, - დაწერა ტვიტერზე იაპონელმა.
31 წლის იუტო ნაგატომო “ინტერში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მიმდინარე სეზონში აზიელმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ეხლა სომხები სახლში იტყვიან - სამჯერ იმენნა სლუჩაინად წავაგეთ, ზატო ის ერთი მოვიგეთ ძალიან იარკადო

DDDDDDDDDD